"8 იანვარს, ოზურგეთის კლინიკა -„მედალფაში” გოლიათი ბიჭი დაიბადა - ვაჩე კვერღელიძე 5,600 კილოგრამია.",- ინფორმაციასა ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე ავრცელებს:
"8 იანვარს, ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში” გოლიათი ბიჭი დაიბადა - ვაჩე კვერღელიძე 5,600 კილოგრამია.
ვაჩესთან #ერთად, სამედიცინო ცენტრში მყოფი ახალშობილები - დემეტრე სიჭინავა და ირინე დარჩია მოვინახულეთ. მათ მშობლებს დამდეგი კალანდა მივულოცეთ და საახალწლო საჩუქრები გადავეცით.
ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ პატარებს!",- წერს ავთანდილ თალაკვაძე.