მძიმე ავარია მოხდა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე - დაღუპულია ორი პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.