პოლონეთში, საქართველოს მოქალაქემ, 51 წლის კაცმა, უკრაინის მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი დაჭრა-,იუწყება ადგილობრივი მედია.

როგორც ირკვევა,  შემთხვევა პოლონეთის ქალაქ ბოლშევოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მედიის ცნობით, დაჭრილს დაზიანებები კისრისა და ზურგის არეში აღენიშნება და იგი  კლინიკაშია გადაყვანილი.