13 წლის ბიჭი გმირად შერაცხეს ოჯახის გადარჩენისთვის, რომლებიც ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან ზღვამ გაიტაცა. მოზარდი, დახმარების საძებნელად, ოთხი საათის განმავლობაში ცურავდა.
პოლიციის ცნობით, ოსტინ აპელბიმ 4 კილომეტრი გაცურა ნაპირამდე მას შემდეგ, რაც, ძლიერი ქარის გამო, პრობლემებში შეექმნა დედასთან, 47 წლის ჯოან აპელბისთან, 12 წლის ძმასთან ბოსთან და 8 წლის დასთან, გრეისთან ერთად.
მედიის ინფორმაციით, პარასკევს, ბიჭი და მისი ოჯახი გასაბერ სერფინგის დაფებსა და კაიაკზე ცურავდნენ გეოგრაფის ყურეში, როდესაც ძლიერმა ქარმა ისინი სანაპიროდან ზღვაში გაიყვანა.
პოლიციის ცნობით, მოზარდმა თავდაპირველად კაიაკით ნაპირამდე გაცურვა სცადა, მაგრამ ის წყლით გაივსო. შემდეგ მან ნავი მიატოვა, სამაშველო ჟილეტი გაიხადა და დარჩენილი მანძილი ცურვით გაიარა, საბოლოოდ ნაპირს მიაღწია და მომხდარის შესახებ მაშველებს შეატყობინა.
ოსტინის თქმით, ის ცდილობდა პოზიტიურ ფიქრებზე კონცენტრირებას, სანამ დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში აღელვებულ ზღვაში ცურავდა, განგაში კი საღამოს 6 საათზე ატეხა.
"ტალღები უზარმაზარი იყო და სამაშველო ჟილეტი არ მქონდა. ვფიქრობდი: უბრალოდ განაგრძე ცურვა, უბრალოდ განაგრძე ცურვა. შემდეგ, საბოლოოდ ნაპირს მივაღწიე, ხმელეთს მივედე და უბრალოდ დავეცი", - თქვა ოსტინმა.
