3 ათასამდე დაღუპული, 11 ათასზე მეტი დაშავებული, დაახლოებით 50 ათასი დაკარგული, - ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში სამძებრო ოპერაციები გრძელდება, მაშველებთან ერთად, მოქალაქეების ნანგრევებიდან ამოყვანას მოხალისეებიც ცდილობენ.
24 ივნისს, ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ქვეყანაში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობა და 7-დღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული.
