ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე შტატებს ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიამ ფლორიდის სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარე დასახლებებში 4 ადამიანი იმსხვერპლა. ყველაზე მეტად ფლორიდასთან ერთად ალაბამისა და ჯორჯიის შტატებია დაზარალებული.

ძლიერმა ქარმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროის მონაცემებით, დენი 400 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება.