ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების, უკრაინაში საომარი მოქმედებების და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გარდა, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობასთან დიალოგის დაწყების დროა, კაია კალასმა უპასუხა, რომ დღეს საქართველოს საკითხს მოკლედ განიხილავენ და წამოაყენებენ წინადადებას, რომ იანვარში გაიმართოს სიღრმისეული დისკუსია.

"ჩვენ დღეს ძალიან მოკლედ განვიხილავთ საქართველოს. ასევე წამოვაყენებთ წინადადებას, რომ იანვარში გვქონდეს სიღრმისეული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით", - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.