ავსტრალიაში გიგანტური ჯოხისებრი მწერი აღმოაჩინეს. მწერი ჩრდილოეთ კუინზლენდში, ატერტონის პლატოს მაღალმთიანეთში იპოვეს. 

40 სმ სიგრძის ახალი სახეობის მწერი, სახელად Acrophylla alta, გოლფის ბურთის წონას ოდნავ ჩამოუვარდება და შესაძლოა, ავსტრალიაში ყველაზე მძიმე მწერი იყოს. მეცნიერები თვლიან, რომ მწერის ჰაბიტატი შესაძლოა მისი დიდი ზომის ერთ-ერთი მიზეზი იყოს.

აღმოჩენის შესახებ ჟურნალ Zootaxa-ში გამოქვეყნებულ რეცენზირებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ჯოხისებრი მწერი, სავარაუდოდ, უფრო მძიმეა, ვიდრე გიგანტური ტარაკანი, რომელიც კუინზლენდისთვის ენდემური სახეობაა და ამჟამად ავსტრალიის ყველაზე მძიმე მწერია.

ჯეიმს კუკის უნივერსიტეტის მკვლევარმა, პროფესორმა ანგუს ემოტმა განაცხადა, რომ აღმოჩენას სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა პოსტმა შეუწყო ხელი.