ესპანეთის სამხრეთით, ალმერიის პროვინციაში გაჩენილ მასშტაბურ ტყის ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შემთხვევის ადგილას 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, სამაშველო ოპერაციაში ესპანეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური ქვედანაყოფიც ჩაერთვება.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლის გავრცელების მიზეზი გაწყვეტილი ელექტროკაბელი გახდა, რომელიც გადამხმარ მინდორზე ჩამოვარდა.