ირანის განცხადებით, აშშ-ის მიერ ქვეყანაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები ვაშინგტონსა და თეირანს შორის 18 ივნისს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმის "აშკარა დარღვევაა". ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამერიკული რეჟიმი არ აფასებს თავის ვალდებულებებს და დაპირებების დარღვევა მისი ბუნების განუყოფელი ნაწილია", - ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებისა და საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ირანის 10 სამხედრო სამიზნე დაბომბეს ჰორმუზის სრუტესა და მის მახლობლად, მას შემდეგ, რაც მათი თქმით, ირანმა სრუტეში სავაჭრო გემს დაარტყა.
აშშ-ის საჰაერო დარტყმების შემდეგ, ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" განაცხადა, რომ მათ რაკეტებით და დრონებით იერიში მიიტანეს ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამიზნეებზე.
