ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის ტექსტი "შეფასებასაც არ იმსახურებს".

"სამწუხაროდ, არა მხოლოდ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ ეუთო-ს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს ასეთი დოკუმენტები. ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ ამ აქტიდან“, - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისს ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.