ესპანეთში, პროტესტი არეულობაში გადაიზარდა - მადრიდში პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალა. ბარსელონაში კი მომიტინგეებმა ურნები და ველოსიპედები დაწვეს.
პროფკავშირების ცნობით, საყოველთაო გაფიცვაში ოთხი მილიონი ესპანელი მუშა მონაწილეობდა.
ადამიანებმა საპროტესტო ჯაჭვები შექმნეს. პროტესტის მთავარი მიზეზი ქვეყანაში საცხოვრებლების გაძვირება და კრიზისია - ეს ყველაფერი კი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ხდება.
ეს 2012 წლის შემდეგ (ევროზონის ვალების კრიზისის დროინდელი აქციების მერე) პირველი ასეთი მასშტაბური გაფიცვაა. აქციას მხარს უჭერს ესპანეთის ორი უმსხვილესი პროფკავშირი (UGT და CCOO), რომლებიც მილიონზე მეტ მუშას აერთიანებს.
