ევროპელი მეტალურგები ბრიუსელში, ევროკომისიის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მთავარი მოთხოვნა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენციაა, რადგან ევროკავშირის მკაცრი ეკოლოგიური სტანდარტების ფონზე, ადგილობრივი წარმოება იმპორტს ვეღარ უწევს.

ინდუსტრიის წარმომადგენელთა შეფასებით, ქარხნების დახურვის რისკის ფონზე, ევროპაში 13 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა. მომიტინგეებმა ინდუსტრიული კრიზისი ევროკომისიასთან მიტანილი 10 კუბოთი სიმბოლურად გააპროტესტეს.