პარიზში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე, საფრანგეთის პროფკავშირების გაერთიანებული ფედერაციის წარმომადგენელი ევროპარლამენტარს და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ რაფაელ გლუკსმანს დაუპირისპირდა.

ალექსანდრა ნუგარედემ გლუკსმანი მემარცხენე ამომრჩევლების მოტყუებასა და მათი ხმების მოპარვის მცდელობაში ღიად დაადანაშაულა.

"მემარცხენე ძალების ხმების მოპარვას ცდილობთ. ის აქ არავის სჭირდება. მას აქ არაფერი ესაქმება. თქვენ მემარცხენეების საქმეს არ აკეთებთ და თან თავს ძირეული ცვლილებების მომხრე კანდიდატად ასაღებთ, რაც უბრალოდ შეუძლებელია", - უთხრა საფრანგეთის პროფკავშირების გაერთიანებული ფედერაციის წარმომადგენელმა ევროპარლამენტარს.