ემანუელ მაკრონმა ევროკომისიის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, მომზადდეს ევროპული კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალური ქსელებით სარგებლობას აუკრძალავს.

მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ინიციატივა მას შემდეგ წარუდგინა, რაც ქვეყნის საკონსტიტუციო საბჭომ ანალოგიური ეროვნული კანონპროექტი დაბლოკა.

მიზეზად გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დასახელდა. ელისეს სასახლის ინიციატივა ეფუძნება ჯანდაცვის უწყების ანგარიშს, რომლის თანახმადაც TikTok, Instagram და Snapchat მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს.