"ქართული ოცნების" დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს ეხმაურება.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა და "რაც მალე გააცნობიერებს ამას, უკეთესი იქნება".
"ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, 100 ათას დოლარზე ნაკლები რომ არც ერთი ღირდა, ის საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! მან თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა და რაც მალე გააცნობიერებს ამას, უკეთესი იქნება. პოლიტიკური დევნა როგორ არის, აბა?! მან კონკრეტული დანაშაული აღიარა. რომც არ ეღიარებინა, ჩხრეკის დროს სახლში ისეთი რაღაცები აღმოაჩნდა, რომლის კანონიერების გამართლება მან ვერ შეძლო. ზურგში დანა როგორ ჩავარტყით როცა სახლში ისეთი რაღაცები უპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ ჩაირტყა დანა?!," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
