Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც ირანმა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს გაუგზავნა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუ აშშ ირანს თავს დაესხმება, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ობიექტები მათ ლეგიტიმურ სამიზნეებად იქცევა.
"თავდასხმის შემთხვევაში, რეგიონში მტრის ძალების ყველა ბაზა, ობიექტი და აქტივი ირანის თავდაცვითი პასუხის კონტექსტში ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა. შეერთებული შტატები სრულად და პირდაპირ პასუხისმგებელი იქნება ნებისმიერ არაპროგნოზირებად და უკონტროლო შედეგებზე", - ნათქვამია წერილში, რომელიც გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ გენერალურ მდივანს გაუგზავნა.
