აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის დეპარტამენტს დაავალა, გამოაქვეყნოს სამთავრობო დოკუმენტები არამიწიერი სიცოცხლისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ. ამის შესახებ ტრამპმა TruthSocial-ზე დაწერა.
ტრამპმა თავისი გადაწყვეტილება ამ საკითხისადმი არსებული დიდი ინტერესით ახსნა.
"არსებული დიდი ინტერესის გათვალისწინებით, მე ვავალებ თავდაცვის მდივანს და სხვა შესაბამის დეპარტამენტებსა და სააგენტოებს, დაიწყონ არამიწიერი სიცოცხლის, ამოუცნობი საჰაერო ფენომენებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ სამთავრობო დოკუმენტების იდენტიფიცირებისა და გამოქვეყნების პროცესი, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ ურთულეს, მაგრამ უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან. ღმერთმა დალოცოს ამერიკა", - წერს დონალდ ტრამპი.
