ჩხუბი მოხდა დაპირისპირებულ მხარეებს შორის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომათა დარბაზში რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა, რა დროსაც სასამართლოს ეზოში დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური დაზიანება მიიღო მიქაძეების მხარდამჭერმა პირმა. კონკრეტული მიზეზი და ის, თუ ვინ დაუპირისპირდა მას, უცნობია.

დაპირისპირებული მხარეები ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა განარიდეს. სასამართლო პროცესს ესწრებიან მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევები, ასევე ბრალდებულების მეგობრები.