ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის მუქარას უპასუხა და აღნიშნა, რომ ირანს შეუძლია ამერიკულ ნავთობობიექტებს დაარტყას.
"ეს მარტივია: ნავთობისა და გაზის წარმოების ჯაჭვი აქ ფართო, ხელმისაწვდომი და დაუცველია. ამ წყლებსა და ობიექტებზე ამერიკული ნავთობისა და გაზის კომპანიებიც იზიარებენ ამ დაუცველობას. თავს დაესხით ჩვენს აქტივებს და თქვენ საპასუხო თავდასხმას მიიღებთ. ჩვენ ეს უკვე დავამტკიცეთ. ჰკითხეთ იმ ბაზებს, რომლებიც რენტაბელურები აღარ არიან", - განაცხადა ღალიბაფმა.
ცნობისთვის, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ფლოტზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ირანულ ნავთობტანკერებს ჩაძირავს.
