გერმანიის კანცლერი საქსონია-ანჰალტის არჩევნებში AfD-ს ("ალტერნატივა გერმანიისთვის") გამარჯვებას ეხმაურება.

როგორც მერცი აღნიშნავს, არჩევნების შედეგებს საერთაშორისო მასშტაბის გავლენა ექნება. კანცლერის თმით, AfD-სადმი დაფიქსირებული მხარდაჭერა შემაშფოთებელია.

"ჩვენ არ ველოდით, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა. რა თქმა უნდა, მოგვიწევს ამ შედეგის მიღება. ეს არის ჩვენი დემოკრატიის წესი, მაგრამ გუშინდელი დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა არა მხოლოდ საქსონია-ანჰალტში, არამედ მთელ გერმანიაში. ამ შედეგს საერთაშორისო მასშტაბის გავლენა ექნება. ამის დასტურია ის მილოცვებიც, რომლებიც გუშინ სხვადასხვა ქვეყნიდან გაისმა.

გუშინდელმა შედეგებმა ნათლად აჩვენა, რამხელა ყურადღება მიიპყრო ამ არჩევნებმა. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის ფონზე, დაახლოებით 60%-მა ხმა მისცა პარტიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედ დემოკრატიულ ინსტიტუტებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეს არის შედეგი, რომლის შემდეგაც შეუძლებელია მოვიქცეთ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამ შედეგებზე. როგორც პიროვნება, მეც ღრმად ვარ შეშფოთებული. ეს არის ყველაზე მძიმე მარცხი, რაც კი ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს განუცდია ბოლო ათწლეულების განმავლობაში", - აღნიშნავს მერცი.

ცნობისთვის, გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" გაიმარჯვა.