ისრაელის ჯარები ლიბანში შევიდნენ. ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. 91-ე დივიზიის ქვედანაყოფებმა უკვე გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და სტრატეგიულ წერტილებს იკავებენ. ლიბანისა და ისრაელის საერთო საზღვრის გასწვრივ ტაქტიკური ოპერაციები მიმდინარეობს.
ისრაელის ავიაციამ ირანსა და ბეირუთზე მასშტაბური საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ კი, ირანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. საჰაერო თავდაცვის სისტემები საფრთხის მოსაგერიებლად უკვე გააქტიურდა. დანგრეულია რამდენიმე შენობა ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.
"ჩვენი თავდასხმების ტემპი და სიმძლავრე უპრეცედენტოა. ირანული რეჟიმის სასიცოცხლო სისტემებს ვურტყამთ და ის დღითიდღე სუსტდება. დაზვერვის ფრთის ზუსტი მითითებით, ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა თეირანის ცენტრში იერიში მიიტანეს ირანის ხელმძღვანელობის კომპლექსზე — რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვან შტაბ-ბინაზე.
ოპერაციის ფარგლებში, ჩვენ დავარტყით არაერთ ობიექტს, მათ შორის, პროპაგანდის ცენტრს: განადგურდა რეჟიმის სახელმწიფო მაუწყებელი, რომელიც წლების განმავლობაში ისრაელის განადგურებისკენ მოუწოდებდა. მათი "საყვირი" გაჩუმებულია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ განვახორციელეთ ლიბანელი სამოქალაქო პირების ევაკუაცია საზღვრისპირა სოფლებიდან. გენერალური შტაბის უფროსის მითითებით, "ცაჰალის" ძალები განლაგდნენ სამხრეთ ლიბანის რამდენიმე სტრატეგიულ წერტილში, რაც გვიქმნის დამატებით თავდაცვის შრეს და გვაძლევს სრულ ოპერატიულ კონტროლს რეგიონზე", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ეფი დეფრინი.
