საფრანგეთში, ჩრდილოეთ ქალაქ სენტ-კვენტენში, ხორცპროდუქტით მოწამვლის შედეგად, 12 წლის გოგო გარდაიცვალა, კიდევ 7 მოზარდი კი მძიმე მდგომარეობაშია.
მედიის ცნობით, მოზარდების მოწამვლის შემდეგ ქალაქში ორი მაღაზია დროებით დაიხურა, რომლებიც ხორცპროდუქტებს ყიდდნენ. მოწამლული 8 მოზარდი ხორცპროდუქტებს სწორედ ამ მაღაზიებიდან ყიდულობდნენ, ისინი 12 ივნისს მოიწამლნენ.
ხუთ მათგანს საკვებით გამოწვეული იშვიათი დაავადება აღმოაჩნდათ, რომელსაც ჰემოლიზური ურემიული სინდრომი (HUS) ეწოდება, მათ შორისაა, 12 წლის გოგონა, რომელიც გარდაიცვალა.
HUS-ი ყველაზე ხშირად E. coli, ბაქტერიის გადაყლაპვის შემდეგ ვლინდება, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება ადამიანებისა და თბილ სისხლიანი ცხოველების ნაწლავებში. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, HUS-მა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, ჯანმრთელობის მუდმივი პრობლემები და სიკვდილიც კი.
"ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ ამ ორი დაწესებულებიდან პროდუქციის მოხმარება დაბინძურების წყარო იყო. მაგრამ ყველა ბავშვმა ჭამდა ხორცი ან ხორცპროდუქტები ამ ორ მაღაზიაში, სიმპტომების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე“, - განაცხადეს ადგილობრივ ხელისუფლებაში.