ბრაზილიაში, 2 წლის ბიჭმა, მამის კუთვნილი პისტოლეტით თამაშისას, შემთხვევით, დედა მოკლა. ფაქტის ამსახველი კადრები სათვალთვალო კამერამ გადაიღო.
კადრებში ჩანს, როგორ აიღო ბიჭმა ცეცხლსასროლი იარაღი მაგიდიდან და თამაში დაიწყო. შემდეგ, მან დედას დაუმიზნა და გაისროლა.
მედიის ცნობით, 27 წლის ქალს ჭრილობა მკერდისა და მკლავი არეში ჰქონდა მიყენებული, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
მამას, რომელიც აღნიშნული ფაქტის დროს იქვე იჯდა, ბრალი დაუდევრობაში დასდეს. მამაკაცი პოლიციას ჯერ არ დაუკავებია, გამოძიება გრძელდება. აღსანიშნავია, რომ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზია ჰქონდა.