"სამტრედიელებო, ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენო ერთგულო გამომწერებო, სამტრედიას მძიმე დღე დაუდგა. მთელი ქალაქი გლოვობს ორი ანგელოზის - 7 წლის გიგი პატარიძისა და 5 წლის ლილე დგვეფაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
უმძიმესი ტრაგედიიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ გადაცემების ჩაწერა",-ამის შესახებ "სამტრედიის ამბები" ავრცელებს.
"სამტრედიელებო, ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენო ერთგულო გამომწერებო, სამტრედიას მძიმე დღე დაუდგა. მთელი ქალაქი გლოვობს ორი ანგელოზის - 7 წლის გიგი პატარიძისა და 5 წლის ლილე დგვეფაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
უმძიმესი ტრაგედიიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ გადაცემების ჩაწერა.
მიგვაჩნია, რომ ასეთ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთგაგება და თანადგომაა - ის ღირებულებებია, რომელიც გვაერთიანებს და გვაძლიერებს.
„სამტრედიის ამბების საპატიო სტუმარი“ სწორედ ამ ფასეულობებზეა დაფუძნებული.
ვერ შევძლებთ, გავაგრძელოთ გადაცემები ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
გულწრფელად ვიზიარებთ ოჯახების უკიდეგანო და გაუსაძლის მწუხარებას. გამძლეობა, ლილეს და გიგის ოჯახებს, ახლობლებს, ჩვენს ქალაქს",- ვკითხულობთ განცხადებაში.