პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს უმრავლესობის წევრები და გახარიას გუნდის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი და შემდგომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიას გუნდის წევრის, გიორგი შარაშიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

როგორც  ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, გიორგი შარაშიძის მხრიდან ანგარიშის გაკრიტიკებას ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კონფლიქტის განეიტრალებაში მანდატურის სამსახურის წევრები იღებდნენ მონაწილეობას. პარლამენტის თავმჯდომარემ მომხდარის გამო შესვენება გამოაცხადა.