ვენესუელაში, მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 2980 შეადგინა - ამის შესახებ BBC პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ დელსი როდრიგესზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, წინა ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 235 იყო, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 4 300-ს შეადგენდა.
ცნობისთვის, ვენესუელაში ერთმანეთის მიყოლებით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ 7.2 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო მეორე 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ბიძგებმა საცხოვრებელი შენობების და ინფრასტრუქტურის ნგრევა გამოიწვია.
