დღეს, 21 ივნისს, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული  საქართველოს" სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით ბახტაძემ, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის შტაბის წევრებთან ერთად, აქტივთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე განხილული იყო პარტიული საქმიანობის მიმდინარე ეტაპები, სამომავლო გეგმები და სამტრედიის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები.
  შეხვედრა კიდევ ერთხელ დაეთმო გუნდური მუშაობის მნიშვნელობას, ეფექტური კოორდინაციისა და ერთიანი ძალისხმევის მეშვეობით პარტიის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებას.

ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე