დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე და ამ კუთხით ვაშინგტონის სამშვიდობო ძალისხმევაზე ისაუბრა.

"მე ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან, რომელსაც, სხვათა შორის, დიდ პატივის სცემს პრეზიდენტ ერდოღანს. გუშინ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკისაც ვესაუბრე. ვფიქრობ, ორივეს სურს შეთანხმების მიღწევა. სამწუხაროა, რომ ამას ამდენი დრო დასჭირდა, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც შედეგამდე მივალთ. ამაში პრეზიდენტიც [ერდოღანი] გვეხმარება.

მაგრამ ვფიქრობ, რაღაც მოხდება. მე ვთქვი, რომ ომები უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, ჩვენ ამ ომის დასრულებას შევძლებთ. ახლა ეს ნაკლებად სავარაუდოდ ჩანს, მაგრამ ზოგჯერ, როცა ომებს ეხება საქმე, სწორედ მაშინ ხდება ყველაფერი, როცა ამის ყველაზე ნაკლებად ელიან.

პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, ასევე ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან. კონფიდენციალურად გეტყვით - ხშირად ხდება ისე, რომ პუტინთან ურთიერთობა კარგად მიდის და პრობლემა ზელენსკისთან ჩნდება, ან პირიქით - ზელენსკისთან ყველაფერი კარგად მიდის, ხოლო პუტინთან დაბრკოლებაა. ახლა კი ორივეს სურს, რომ ეს საკითხი მოგვარდეს.

მე მთელი ცხოვრება შეთანხმებებს ვდებდი. ვიცი, როგორ მიიღწევა შეთანხმებები. და ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვაგვარებთ - იმედია, მალე.

გასულ თვეს 35 000 ადამიანი დაიღუპა - ძირითადად ჯარისკაცები. წინა თვეს ეს რიცხვი 24 000 იყო, მანამდე - 27 000, კიდევ ერთი თვით ადრე კი - 29 000. მაგრამ გასულ თვეს 35 000 ახალგაზრდა ჯარისკაცი, ძირითადად სამხედროები, დაიღუპნენ. ეს სიგიჟეა", - აცხადებს დონალდ ტრამპი.