კიევში ოკუპანტების გუშინდელი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია.

კიევში, ოკუპანტის თავდასხმის შემდეგ, სამძებრო სამუშაოები 24 საათზე მეტია გრძელდება. სვიატოშინსკის რაიონში ჩამოშლილი 9-სართულიანი კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა ღამით კიდევ 10 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოკუპანტის გუშინდელ კომბინირებულ თავდასხმას კიევში 28 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორისაა 3 ბავშვი. დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი.