როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს იუწყება, Crocus City Hall-ში ხანძრის ქრობაში ავიაცია ჩაერთო.

მათივე ცნობით, ერთი ვერტმფრენი უკვე მუშაობს, ხოლო კიდევ ორი ასაფრენად ემზადება.

 

შეგახსენებთ, შენობაში ცოტა ხნის წინ,  სროლა იყო,  რის შემდეგაც, სავარაუდოდ, აფეთქების გამო ძლიერი ხანძარი გაჩნდა. 

როგორც რუსული მედია იუწყება, ბოლო მონაცემებით,   დაღუპულია 40 და დაჭრილია 100-ზე მეტი ადამიანი.