უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და განაცხადა, რომ ისინი მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებლად მოქმედებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს და მისი პასუხი უნგრეთისთვის მტკივნეული იქნებოდა.

"გაძევებული პირები უნგრეთში ისეთ საქმიანობას ეწეოდნენ, რაც ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატებისთვის მიუღებელია", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა ელექტრონული ფოსტით გავრცელებულ განცხადებაში. მედიის განმარტებით, მინისტრს ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ნათესაური კავშირი არ აქვს.

"ეს გადაწყვეტილება... არ გულისხმობს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. უნგრეთი აპირებს გააგრძელოს აუცილებელი დიალოგი", - ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროპის ბევრმა ქვეყანამ ათობით რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, მაშინ როცა უნგრეთს 2018 წლიდან დღემდე არც ერთი რუსი დიპლომატი არ გაუძევებია.