პრაღაში, მთავარ რკინიგზის სადგურთან ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

პრაღის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსპიკერის, კარელ კირსის განცხადებით, დაშავებულები ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს ისე, რომ არცერთი სამედიცინო დაწესებულება არ გადატვირთულა.

მედიის ცნობით, ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.