რომის ცენტრში, შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მუშა გარდაიცვალა, - ამის შესახებ საავადმყოფოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, იუწყება BBC.

66 წლის ოქტავ სტროიჩი, ნანგრევებიდან ადგილობრივი დროით 23:00 საათზე ამოიყვანეს, თითქმის თორმეტი საათის შემდეგ, ორე დეი კონტის კოშკის ნაწილი ჩამოინგრა.

მედიის ინფორმაციით, მამაკაცს სასწრაფო დახმარების მანქანაში გული გაუჩერდა და საავადმყოფოს ექიმებმა, სადაც ის სასწრაფოდ გადაიყვანეს, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სტროიჩი, ისევე როგორც ნანგრევებიდან გამოყვანილი სამი სხვა მუშა, რუმინეთის მოქალაქეები არიან.

ცნობისთვის, გუშინ დილით, რომის ცენტრში, საიმპერატორო ფორუმებთან ახლოს, აღდგენითი სამუშაოების დროს, შუა საუკუნეების ტორე დეი კონტის კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. მაშველებმა 3 მუშა მალევე გადაარჩინეს, ერთის სამძებრო ოპერაცია კი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.