საფრანგეთში, პროფკავშირების მოწოდებით, მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები სახელმწიფო სექტორში სახელფასო ანაზღაურების ზრდასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ოფიციალური უწყებების მონაცემებით, მიმდინარე პროტესტში ქვეყნის მასშტაბით 146 000 ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო პროფკავშირული ორგანიზაციების შეფასებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, ძალოვნებმა სპეციალური საშუალებები - ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 17 ოქტომბრიდან დაწყებული სოციალური პროტესტის და არეულობის ფონზე, 7 184 პირი დააკავეს.