საკრუიზო გემს ავსტრალიის შორეულ კუნძულზე ხანდაზმული მგზავრი დარჩა, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს. ქალი შვილი გემის ეკიპაჟს "ყურადღებისა და საღი აზრის ნაკლებობაში“ ადანაშაულებს. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

80 წლის სუზან რისი შაბათს, კუინზლენდის სანაპიროსთან, ლიზარდის კუნძულზე, სხვა მგზავრებთან ერთად, Coral Adventurer-ზე ლაშქრობაში წავიდა, თუმცა ჯგუფს ჩამორჩა და გემზე არ დაბრუნებულა.

მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა ქალის არყოფნა აღმოაჩინა, გემი კუნძულზე დაბრუნდა და მასშტაბური სამძებრო ოპერაცია დაიწყო.

პოლიციის თქმით, მისი ცხედარი მაშველებმა იპოვეს. ქალის გარდაცვალების მიზეზის ან მისი არყოფნის შეუმჩნევლობის დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.

ავსტრალიის საზღვაო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ "ამჟამად იძიებს იმ გარემოებებს, რომელთა გამოც მგზავრის გემზე არყოფნა ვერ შეამჩნიეს".