შტატებმა რუსეთის 2 უმსხვილეს ნავთობ კომპანიას, "როსნეფტს" და "ლუკოილს" სანქციები დაუწესა. მიზეზად რუსეთის მხრიდან სამშვიდობო პროცესისადმი სერიოზული დაინტერესების არარსებობა სახელდება. "სანქციების მიზანია რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაზრდა და ომის გასაგრძელებლად კრემლის შესაძლებლობების შეზღუდვა" - ნათქვამია ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაში.
ირკვევა, რომ სანქციები გავრცელდება "ლუკოილის" და "როსნეფტის" შვილობილ კომპანიებზეც. სამინისტროს სიაში სულ შეტანილია 34 ასეთი კომპანია: მათგან 28 "როსნეფტს," ხოლო 6 - "ლუკოილს" ეკუთვნის.
საკითხს ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი - ტრამპი ფიქრობს, რომ სანქციებს აუცილებლად ექნება გავლენა და იმედოვნებს, რომ პუტინი გონივრულად იმოქმედებს.