ლიეტუველმა წყვილმა, 9 წლის ჩვილთან ერთად რისის მთაზე, პოლონეთის უმაღლეს მწვერვალზე ასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც ბავშვის გადარჩენა გახდა საჭირო. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მშობლებს, რომლებიც მთაზე ასასვლელად მომზადებულები არ იყვნენ, ბავშვის გადასარჩენად გიდის დახმარება დასჭირდათ. მედიის ცნობით, ცუდი ამინდის და გიდის გაფრთხილების მიუხედავად, წყვილმა 2 500 მეტრის სიმაღლის მთის დაპყრობაზე უარი არ თქვა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, წყვილს არ ჰქონდა სპეციალური აღჭურვილობა და როდესაც ბავშვის მამა მიხვდა, რომ ჩვილის უსაფრთხოდ ჩამოყვანას ვერ ახერხებდა, აღჭურვილობა გიდს სთხოვა. საბოლოო ჯამში, ბავშვი მთიდან გიდმა ჩამოიყვანა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მშობლების საქციელმა სოციალურ ქსელებში მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა, მშობლები უპასუხისმგებლობასა და შვილის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებაში დაადანაშაულეს.
