მათი ნება რომ იყოს გვერდზე გაგვწევდნენ და იქნებოდა ენჯეო ოაზისი, რომელიც პირდაპირ იქნებოდა მიბმული ბრიუსელის კარზე, მათთვის მილიონ ასიათასი ამომრჩეველი, რომელმაც "ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭირა არავინ არ არის", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "თავისუფალი სივრცე"-ში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიდის ქართველი ხალხის დაკომპლექსება, რომ თავი ვიგრძნოთ მეორე ხარისხოვან ადამიანებად, ეს ყველაფერი ამას აჩვენებს.

"მათთვის მილიონ ასიათასი ამომრჩეველი, რომელმაც ქართულ ოცნებას მხარი დაუჭირა არავინ არ არის, არაფერი არ არის და მხოლოდ მათი დაფინანსებული ენჯეოები არიან ყველაფერი და ამას გვეუბნება დღეს, მათ შორის, ევროკომისარი გაფართოების საკითხში, რომლისთვისაც არჩევნები სულ ერთია, რომლისთვისაც ის მილიონ ასი ათასი ადამიანი არ არსებობს. მათი ნება რომ იყოს გვერდზე გაგვწევდნენ და იქნებოდა ენჯეო ოაზისი, რომელიც პირდაპირ იქნებოდა მიბმული ბრიუსელის კარზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.