ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების  საწინააღმდეგო  ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ. დრო ყველაფერს აჩვენებს….ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების  საწინააღმდეგო  ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს…“, - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლის მიღების ფაქტი.