რუსთაველის გამზირზე, დღეს, სამართალდამცველებმა 20-მდე პირი დააკავეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. პოლიცია მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა, რადგან რუსთაველი გამზირის გადაკეტვის აუცილებლობა მონაწილეთა მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა.
ერთი აქტივისტი საპატრულო პოლიციის ავტომობილზეც ავიდა. ამ დროისთვის პარლამენტის წინ საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია, თუმცა აქცია გრძელდება. ადგილზე რჩება პოლიციაც.