ლოს-ანჯელესში, საიმიგრაციო სამსახურის ოპერაციის დროს, TikTok-კრეატორი და აშშ-ის მარშალი დაიჭრნენ.
შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) განცხადებით, კარლიტოს რიკარდო პარიასი, რომელიც, მათი თქმით, შეერთებულ შტატებში არალეგალურად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, საპატრულო მანქანებს საკუთარი ავტომობილით შეეჯახა, რათა მიმალულიყო და დაპატიმრება თავიდან აერიდებინა.
DHS-ის ცნობით, ოფიცრებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც პარიასი იდაყვში დაიჭრა, ხოლო აშშ-ის მარშალებიდან ერთ-ერთი მკლავში, რიკოშეტის შედეგად დაიჭრა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პარიასს, რომელიც სოციალურ მედიაში რეგულარულად აქვეყნებს ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე საიმიგრაციო სამსახურის ოპერაციების ამსახველ ვიდეოებს, ბრალი ფედერალურ ოფიცერზე თავდასხმაში წაუყენეს.