შვედეთში ცოლ-ქმარი დააპატიმრეს, რომლის შვილებიც კბილებს ცუდად იხეხავდნენ და ამის გამო, მათი ნაწილის ამოღება დასჭირდათ.
მედიის ცნობით, მრავალშვილიანი ოჯახი უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე აღმოჩნდა.
ბავშვების შესახებ ამბავი მაშინ გავრცელდა, როდესაც ისინი სტომატოლოგთან მიიყვანეს. ყველა მათგანს კარიესის რთული ფორმა აღმოაჩნდა, რის გამოც კბილების ნაწილი ამოუღეს.
მშობლებმა დანაშაული კატეგორიულად უარყვეს, თუმცა სასამართლომ ისინი ბავშვების მიმართ დაუდევარ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო და ორივეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შვედეთში შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მშობლების პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელიც კანონმდებლობით განისაზღვრება.