ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების მედია ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წყალდიდობამ ცენტრალურ ტეხასში სულ მცირე 70 ადამიანი იმსხვერპლა. მაშველები ეძებენ  დაკარგულ ადამიანებს, მათ შორის 11 გოგონას და ბანაკის კონსულტანტს. ამასთან, გაურკვეველია, კიდევ რამდენი ადამიანია დაკარგული ტეხასის მთიანეთში და მის ფარგლებს გარეთ.

მდინარე გვადალუპე პარასკევს გამთენიისას წვიმის შედეგად 45 წუთში თითქმის  9 მეტრით ადიდდა და სახლები და მანქანები წაიღო. ოფიციალური პირების თქმით, პირველი 36 საათის განმავლობაში 850-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.