აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელის დროებითი მთავრობა აშშ-ს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე მაღალი ხარისხის, სანქცირებული ნავთობს გადასცემს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"სიხარულით გაცნობებთ, რომ ვენესუელას დროებითი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე მაღალი ხარისხის, სანქცირებული ნავთობს გადასცემს. ეს ნავთობი საბაზრო ფასად გაიყიდება და ამ თანხას მე გავაკონტროლებ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რათა უზრუნველვყოთ მისი გამოყენება ვენესუელასა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის სასარგებლოდ!
ენერგეტიკის მინისტრს, კრის რაიტს, ვთხოვე, დაუყოვნებლივ განახორციელოს ეს გეგმა", - წერს ტრამპი.
