"ცაჰალმა" თეირანში სამთავრობო კვარტალი დაბომბა, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ("ცაჰალი") Telegram-ის ოფიციალურ არხზე ავრცელებს.
"ღამე ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, ზუსტ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, დარტყმა მიიტანეს და გაანადგურეს თეირანის ცენტრში მდებარე ირანის ტერორისტული რეჟიმის კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტები", - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
ისრაელის მტკიცებით, მათ დიდი რაოდენობის ჭურვი ჩამოაგდეს პრეზიდენტის რეზიდენციასა და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს შენობაზე.
