თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა სინდირგის რაიონში, ადგილობრივი დროით, დილის 10:25 საათზე მოხდა.

უწყების ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი 9.23 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.