თურქეთში, ქალაქ კონიაში, სასკოლო ავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 28 სკოლის მოსწავლეა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ბეიშეჰირი-ანტალიას გზაზე მოხდა. მათივე ცნობით, ავტობუსის გადატრიალების მიზეზი წვიმისგან დასველებული გზა გახდა, რის შედეგადაც ავტობუსის მძღოლმა მართვა დაკარგა, ტრანსპორტი მოცურდა და ამოტრიალდა.
ავტობუსის დაშავებული მძღოლი და 28 მოსწავლე ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
