უნგრეთის მმართველმა პარტიამ "ტისა",  სახელმწიფო მედიის რეფორმირების შესახებ  კანონპროექტი წარადგინა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სახელმწიფო მედიის რეფორმა პრემიერ-მინისტრ პეტრ მადიარის "ტისას" მთავარი დაპირება იყო, რომელმაც აპრილში არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საკონსტიტუციო უმრავლესობა "ტისას" საშუალებას მისცემს, გააუქმოს წინა პრემიერის მიერ მიღებული რეფორმები.