აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის განცხადებით, ირანთან შეთანხმებას ელექტრონულად ხელი გასულ კვირას მოეწერა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი პირობები ახლა ძალაშია და ირანი ახალ ფინანსურ დახმარებას არ იღებს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"გუშინ შეთანხმებას ციფრულად მოვაწერეთ ხელი და თანხა ჯერ არ გაგზავნილა, ეს არ შეიცვლება", - განაცხადა ვენსმა.

მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების მიღწევამდე გარიგების ელექტრონული ფორმით ხელმოწერის შესაძლებლობა განიხილებოდა, აქამდე არ იყო ნათელი, ჩატარდა თუ არა ასეთი პროცედურა.

კვირას ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერა პარასკევს, შვეიცარიაში გაიმართება. მან ასევე თქვა, რომ სულ მცირე ერთი დებულება - ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა, მანამდე არ ამოქმედდება.

"პარასკევს, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, სრუტე გაიხსნება და ნავთობი კვლავ დაიწყებს მოძრაობას სრუტის ორივე ბოლოში - რეგიონსა და მთელ მსოფლიოში!" - დაწერა ტრამპმა.